მთავარიჩვენ შესახებსწავლებაპროექტებიპარტნიორობასასარგებლო ინფორმაციასაჯარო ინფორმაცია
ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნაზოგადი ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გვერდისაკადრო უზრუნველყოფაფინანსები და ხარჯთაღრიცხვა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლებრივი აქტები
კარიერაკონტაქტი 
თქვენ იმყოფებით:  სწავლება კურსების გავლის წესი

კურსების გავლის წესი

 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 

ბრძანება №75 

2014 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

 

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების (სასწავლო) კურსების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე


„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის 91 მუხლის მე­2 პუნქტის, „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №137 დადგენილების მე-6 მუხლის მე-16 პუნქტის, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ


მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების (სასწავლო) კურსების გავლის წესი და პირობები თანდართული რედაქციით.


მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირში – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 ივლისის №108 ბრძანება.


მუხლი 3

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


მინისტრის მოვალეობის 

შემსრულებელი                                                                  გრიგოლ გიორგაძე 



დანართი


  

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების (სასწავლო) კურსების გავლის წესი და პირობები


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში (შემდგომში – სასწავლო ცენტრი) პროფესიული მომზადებისა და გადამზადების (სასწავლო) კურსების გავლის წესი და პირობები არეგულირებს სასწავლო ცენტრში სასწავლო პროცესის ფორმებს, მსმენელის ჩარიცხვის წესსა და პირობებს, მსმენელის ცოდნის შეფასების სისტემასა და კრიტერიუმებს.


მუხლი 2. სასწავლო ცენტრის სასწავლო პროცესი


1. სასწავლო ცენტრი სწავლებას ახორციელებს შემდეგ სასწავლო კურსებზე:


ა) სამინისტროს აპარატში დასაქმებულ თანამშრომელთა სპეციალიზებული გადამზადების კურსები;


ბ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების თანამშრომელთა პირველდაწყებითი საბაზისო მოკლევადიანი და გრძელვადიანი მომზადების კურსები;


გ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების თანამშრომელთა სპეციალიზებული გადამზადების კურსები;


დ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო) თანამშრომელთა პირველდაწყებითი საბაზისო მოკლევადიანი და გრძელვადიანი მომზადების კურსები;


ე) პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა სპეციალიზებული გადამზადების კურსები;


ვ) დაწინაურების კანდიდატთა სპეციალიზებული გადამზადების კურსები;


ზ) ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისა და შენახვის წესების მოსამზადებელი სპეციალიზებული კურსები;


თ) სპეციალური საშუალებების გამოყენებისა და შენახვის წესების მოსამზადებელი სპეციალიზებული კურსები.


2. სასწავლო ცენტრს უფლება აქვს განახორციელოს სხვა უწყებების თანამშრომელთა და სტაჟიორთა მომზადება ხელშეკრულების საფუძველზე.


3. სასწავლო პროგრამების სახეობა, კურსების ხანგრძლივობა, მეცადინეობების დაწყების, დამთავრებისა და შესვენების დრო, მეცადინეობათა სახეები და რაოდენობა განისაზღვრება სასწავლო ცენტრის დირექტორის მიერ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.


 

მუხლი 3. სასწავლო კურსებზე მსმენელის ჩარიცხვის წესი და პირობები


1. სასწავლო ცენტრში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების თანამშრომელთა პირველდაწყებითი საბაზისო მომზადების კურსზე ჩაირიცხებიან პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოში თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატები ან/და დანიშნული მოსამსახურეები.


2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა პირველდაწყებითი საბაზისო მომზადების კურსზე ჩაირიცხებიან პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემაში თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატები ან/და დანიშნული მოსამსახურეები.


3. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის თანამშრომელთა პირველდაწყებითი საბაზისო მომზადება იწყება სასწავლო ცენტრში სასწავლო პროცესში მონაწილე მსმენელთა წერილობით სიის მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.


4. სასწავლო ცენტრში გრძელვადიანი პირველდაწყებითი საბაზისო მომზადების კურსების ფარგლებში მსმენელი იგზავნება დამატებით პრაქტიკულ მომზადებაზე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში (შემდგომში -დაწესებულება), პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ტერიტორიული ორგანო − თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში ან არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროში (შემდგომში - ბიურო).


5. გრძელვადიანი პირველდაწყებითი სასწავლო პროგრამის დაწყებამდე მსმენელთან იდება ხელშეკრულება. ხელშეკრულების აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს სასწავლო პროცესის წარმატებით გავლისა და დანიშვნის (თუ მსმენელი ჯერ დანიშნული არაა შესაბამის თანამდებობაზე) შემთხვევაში არანაკლებ უახლოესი 2 წლის განმავლობაში მუშაობა სამინისტროს სისტემაში.


6. პირველდაწყებითი საბაზისო მომზადების გავლა სავალდებულო არ არის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ­სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში -დეპარტამენტი) თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, დაწესებულებების დირექტორებისა და დირექტორის მოადგილეების, დეპარტამენტისა და დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი მუშაკებისათვის. ასევე პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის, მისი მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი მუშაკებისათვის და ტერიტორიული ორგანოების უფროსებისა და ტერიტორიული ორგანოების უფროსის მოადგილეებისათვის.


7. სასწავლო ცენტრში სპეციალიზებული გადამზადებისა და დაწინაურების კურსებზე ჩაირიცხებიან სამინისტროს აპარატიდან, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებიდან და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან მოვლენილი მოქმედი თანამშრომლები.


8. გადამზადებისა და დაწინაურების კურსებზე მოვლენილი მოქმედი თანამშრომელი (მსმენელი) გაირიცხება კურსებიდან, თუ იგი სწავლების პერიოდში გაათავისუფლეს სამსახურიდან.


9. მსმენელი ვალდებულია დაიცვას სასწავლო ცენტრის შინაგანაწესი.

 


მუხლი 4. სასწავლო ცენტრის მსმენელთა შეფასების სისტემა და კრიტერიუმები


1. მსმენელი, რომელიც სასწავლო ცენტრში გადის პირველდაწყებით საბაზისო მომზადებას, ფასდება 3 კომპონენტის მიხედვით: დასწრება, შუალედური გამოკითხვა და ტესტირება.


2. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის თანამშრომელთა პირველდაწყებითი საბაზისო მომზადებისას მსმენელი აბარებს ფიზიკურ ნორმატივებს და გადის ტაქტიკურ მომზადებას. სასწავლო პროცესი ფასდება ინსტრუქტორის მიერ მიცემული დავალების შესრულებით.


3. ფიზიკური ნორმატივებისა და ტაქტიკური მომზადების გავლისა და ჩაბარების წესი განისაზღვრება სასწავლო ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.


4. სასწავლო ცენტრში ჩათვლის მიღების, ლექციაზე დასწრების, შუალედური გამოკითხვისა და ტესტირების განხორციელების წესი და პირობები, ასევე სერტიფიკატის მისაღებად გადასალახი პროცენტული ბარიერი, მიზნობრივი ჯგუფის გათვალისწინებით, განისაზღვრება ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.


5. დაწესებულებაში/ბიუროში პრაქტიკის გავლისას მენტორი (შესაბამისი უფლებამოსილი პირი) მსმენელს აფასებს პროფესიული თვისებების დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამობისობისა და უნარების მიხედვით, სასწავლო ცენტრიდან გაგზავნილი „მსმენელთა შეფასების ფურცელის“ საფუძველზე. შედეგი ეგზავნება სასწავლო ცენტრის დირექტორს.


6. საცეცხლე მომზადების პრაქტიკულ სროლებში მსმენელმა უნდა მიიღოს ჩათვლა.


7. სასწავლო ცენტრის დირექტორი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს შეფასების სისტემას (გამოცდა ან ჩათვლა) იმ მსმენელთათვის, რომლებიც სასწავლო ცენტრში გადიან სპეციალიზებული გადამზადების ან/და დაწინაურების კურსებს. მსმენელი კურსის ბოლოს აბარებს გამოცდას ან ჩათვლას.


8. მსმენელს აქვს ჩათვლისა და ტესტირების ერთჯერადად გადაბარების უფლება.


9. კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. სერტიფიკატის გაცემის წესი განისაზღვრება სასწავლო ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ­სამართლებრივი აქტით.


10. ტრენინგის შედეგები ეგზავნება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს და შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ხელმძღვანელს. სასწავლო კურსის წარუმატებლად გავლა შეიძლება გახდეს მსმენელის არდანიშვნის ან თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.